2025 წლის 29–30 ნოემბერს Fresh Space-მა წარმატებით ჩაატარა ტრენინგი, რომელიც კომპანიისთანამშრომლების პროფესიულ გადამზადებასა და მომსახურების ხარისხის კიდევ უფროგაუმჯობესებას ისახავდა მიზნად.
ტრენინგის მიზანი
ტრენინგის მთავარი მიზანი იყო სამუშაო პროცესების დახვეწა, ახალი სტანდარტების დანერგვა დამომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის უფრო ეფექტურ, უსაფრთხო და სტრუქტურირებულ მომსახურებას.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებთან ერთად დეტალურად განვიხილეთ შემდეგი საკითხები:
- რემონტის შემდგომი გენერალური დასუფთავების თანამედროვე მიდგომები
- მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების დიასახლისების გადამზადების სტანდარტები
- ახალი საწმენდი სითხეების გამოყენების წესები და უსაფრთხოების ნორმები
- თანამედროვე დასუფთავების ტექნიკის ეფექტური და უსაფრთხო მართვა
სესიები იყო პრაქტიკაზე ორიენტირებული და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიღებულიცოდნა რეალურ სამუშაო პროცესებთან დაეკავშირებინათ.
პარტნიორების ჩართულობა
ტრენინგში აქტიურად იყვნენ ჩართული GRASS (გრასის) და sky-clean.ge ს წარმომადგენლები, რომლებმაც თანამშრომლებს გააცნეს თანამედროვე დასასუფთავებელი საშუალებები, მათიუპირატესობები და ეფექტური გამოყენების პრაქტიკული რეკომენდაციები.
ასევე, ტრენინგში მონაწილეობდნენ დეველოპერული კომპანია არქის სერვისების თანამშრომლებიდა Citycom · სითიქომი კომპანიის წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს მრავალბინიანისაცხოვრებელი სახლების დასუფთავების სპეციფიკაზე და აღნიშნული პროცესების მნიშვნელობაზემაღალი სტანდარტების შენარჩუნებისთვის.
სუფთა გარემო — უკეთესი განწყობისთვის
Fresh Space-სი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სუფთა და მოწესრიგებული გარემოსმნიშვნელობის პოლულარიზაციას, რომელიც ზრდის ყოველდღიურ ცხოვრებასა თუ სამუშაო სივრცეებში ადამიანების პროდუქტიოულობას და დადებით განწობას. ეს პირდაპირ განაპირობებს ჩვენი მომხმარებელების ყოველდღიურ კმაყოფილებას.
Fresh Space მომავალშიც აქტიურად გეგმავს თანამშრომლებისთვის სასწავლო და საინფორმაციოტრენინგების ჩატარებას, რათა გუნდი მუდმივად იყოს თანამედროვე სტანდარტებისა და საუკეთესოპრაქტიკის თანაზიარი.
გულწრფელ მადლობას ვუხდით თითოეულ თანამშრომელს ჩართულობისთვის, პროფესიული ზრდისსურვილისა და განვითარებაზე ორიენტირებულობისთვის.

