იგვება და იწმინდება იატაკი / ხალიჩები, იწმინდება ფანჯრები, ფანჯრის რაფები, მინები და ჩარჩოები; იწმინდება კარები და პლინტუსები; იწმინდება სარკეები და მინის ზედაპირები ჭაღების გაწმენდა, საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაწმენდა ავეჯის გაწმენდა შიგნიდან და გარედან (თუ გათავისუფლებულია ნივთებისაგან) სველი წერტილები; ონკანების, ნიჟარების და უნიტაზების გაწმენდა/ დეზინფექცია; კაფელ-მეტლახის გახეხვა/ დეზინფექცია; საშხაპე კაბინის და აბაზანის გახეხვა; სამზარეულო; სამზარეულოს კაფელის გახეხვა; […]
იწმინდება საერთო სარგებლობის სივრცეები – დერეფნები, კიბის უჯრედები, შემოსასვლელი სივრცე, ლიფტები, მოთხოვნის შესაბამისად, თვეში ერთხელ, კვირაში ერთხელ ან რამდენჯერმე. გრაფიკი თანხმდება დამკვეთთან. დიასახლისების რაოდენობა განისაზღვრება სართულების, მობინადრეთა რაოდენობის შესაბამისად. კომპლექსში ეზოს არსებობის შემთხვევაში იგვება ეზოს ტერიტორია და ხდება ნარჩენების გატანა; სერვისის ხარისხს ამოწმებს სადარბაზოებზე მიმაგრებული მენეჯერი; თანხის განსაზღვრა ხდება ადგილზე ვიზიტის საფუძველზე.
ოფისების ყოველდღიური დასუფთავების მომსახურებისთვის დიასახლისები შეირჩევა ფართისა და შესასრულებელი სამუშაოების გათვალისწინებით; ოფისებისათვის მორგებული გრაფიკის შესაბამისად ხდება დიასახლისების ადგილზე ვიზიტი, ოფისზე მიმაგრებული მენეჯერი/მენეჯერები ამოწმებენ შესრულებული სამუშაოების ხარისხს. ასევე, დამკვეთის ინტერესების შესაბამისად ოფისს მიეწოდება ჰიგიენური საშუალებები (თხევადი საპნები, ხელსახოცები, სადეზინფექციო საშუალებები და ა.შ).
