2025 წლის 29–30 ნოემბერს Fresh Space-მა წარმატებით ჩაატარა ტრენინგი, რომელიც კომპანიისთანამშრომლების პროფესიულ გადამზადებასა და მომსახურების ხარისხის კიდევ უფროგაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. ტრენინგის მიზანი ტრენინგის მთავარი მიზანი იყო სამუშაო პროცესების დახვეწა, ახალი სტანდარტების დანერგვა დამომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის უფრო ეფექტურ, უსაფრთხო და სტრუქტურირებულ მომსახურებას. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებთან ერთად დეტალურად განვიხილეთ შემდეგი საკითხები: სესიები იყო პრაქტიკაზე ორიენტირებული და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიღებულიცოდნა რეალურ სამუშაო პროცესებთან დაეკავშირებინათ. პარტნიორების ჩართულობა ტრენინგში აქტიურად იყვნენ ჩართული GRASS (გრასის) და sky-clean.ge ს წარმომადგენლები, რომლებმაც თანამშრომლებს გააცნეს თანამედროვე დასასუფთავებელი საშუალებები, მათიუპირატესობები და ეფექტური გამოყენების პრაქტიკული რეკომენდაციები. ასევე, ტრენინგში მონაწილეობდნენ დეველოპერული კომპანია არქის სერვისების თანამშრომლებიდა Citycom · სითიქომი კომპანიის წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს მრავალბინიანისაცხოვრებელი სახლების დასუფთავების სპეციფიკაზე და აღნიშნული პროცესების მნიშვნელობაზემაღალი სტანდარტების შენარჩუნებისთვის. სუფთა გარემო — უკეთესი განწყობისთვის Fresh Space-სი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სუფთა და მოწესრიგებული გარემოსმნიშვნელობის პოლულარიზაციას, რომელიც ზრდის ყოველდღიურ ცხოვრებასა თუ სამუშაო სივრცეებში ადამიანების პროდუქტიოულობას და დადებით განწობას. ეს პირდაპირ განაპირობებს ჩვენი მომხმარებელების ყოველდღიურ კმაყოფილებას. Fresh Space მომავალშიც აქტიურად გეგმავს თანამშრომლებისთვის სასწავლო და საინფორმაციოტრენინგების ჩატარებას, რათა გუნდი მუდმივად იყოს თანამედროვე სტანდარტებისა და საუკეთესოპრაქტიკის თანაზიარი. გულწრფელ მადლობას ვუხდით თითოეულ თანამშრომელს ჩართულობისთვის, პროფესიული ზრდისსურვილისა და განვითარებაზე ორიენტირებულობისთვის.
რემონტის შემდგომი დასუფთავება — რატომ არის აუცილებელი და რა უნდა იყოს გათვალისწინებული რემონტი — ყოველთვის ახალი დასაწყისის სიმბოლოა. თუმცა, დასრულებული რემონტის შემდეგ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია აუცილებელი: სიღრმისეული და პროფესიონალური დასუფთავება.სრულყოფილი რემონტის იერსახის მისაღებად დასუფთავება უნდა გავითვალისწინოთ ხარჯეთაღრიცხვაში თავიდანვე, როგორც რემონტის შემადგენელი ნაწილი. რატომ არის აუცილებელი რემონტის შემდგომი დასუფთავება? 1. ჯანმრთელობა და უსაფრთხოებასამშენებლო მტვერი, საღებავის […]
Fresh Space: დასუფთავების, ჰიგიენური და ეკო-მეგობრული გადაწყვეტილებები თუ ეძებთ იდეალურ გადაწყვეტილებას დასუფთავებისთვის, რომელიც არა მხოლოდ ეფექტური, არამედ უსაფრთხოა თქვენი ოჯახის წევრებისთვის და ბიზნესითვის, მაშინ Fresh Space – თქვენი საიმედო დასუფთავების კომპანიაა. კომპანიის უპირატესობაა, დასუფთავების სერვისის შესრულება პასუხისმგებლობით, დეტალებზე ორიენტირებითა და დროის მენეჯმენტით გათვალისწინებით. ჩვენ მუშაობის პროცესში ვიყენებთ საუკეთესო ბრენდებს, რომელთაც ბაზარზე საუკეთესო ხარისხი აქვთ. ჩვენი […]
2021 წლის 3 ივნისს დასუფთავების კომპანია Fresh Space სამი წლის იუბილეს აღნიშნა. კომპანიის საქმიანობის კონცეფცია ეფუძნება მომხმარებლების უნიკალურ საჭიროებებზე მორგებული დასუფთავების სერვისების შეთავაზებას. პროფესიონალიზმსა და საიმედოობაზე ორიენტირებით, Fresh Space გახდა შეუცვლელი პარტნიორი ბიზნესებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ ერთჯერადი და მრავალჯერადი, მაღალი ხარისხის დასუფთავების მომსახურების მიღება. ამასთანავე, კერძო პირებთან თანამშრომლობა და საუკეთესო სერვისის შეთავაზება კომპანიის მთავარ ხაზს წარმოადგენს. […]