რემონტის შემდგომი დასუფთავება — რატომ არის აუცილებელი და რა უნდა იყოს გათვალისწინებული
რემონტი — ყოველთვის ახალი დასაწყისის სიმბოლოა. თუმცა, დასრულებული რემონტის შემდეგ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია აუცილებელი: სიღრმისეული და პროფესიონალური დასუფთავება.
სრულყოფილი რემონტის იერსახის მისაღებად დასუფთავება უნდა გავითვალისწინოთ ხარჯეთაღრიცხვაში თავიდანვე, როგორც რემონტის შემადგენელი ნაწილი.
რატომ არის აუცილებელი რემონტის შემდგომი დასუფთავება?
1. ჯანმრთელობა და უსაფრთხოება
სამშენებლო მტვერი, საღებავის ნაწილაკები, ქიმიური ნარჩენები — ყველა ეს ელემენტი სერიოზულად აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობას. ღრმა წმენდით ხდება სივრცის დასუფთავება იმ უხილავი საფრთხეებისგან, რომლებიც მყუდრო გარემოს მიღმა იმალება.
2. სივრცის სრულყოფილი ეფექტი
ახალი რემონტი მხოლოდ იდეალურად დასუფთავებულ სივრცეში აღიქმება ისე, როგორიც რეალუად წარმოგვიდგენია. მტვერი და ნარჩენები შესრულებული რემონტის ხარისხზე უარყოფილ გავლენას ახდენს.
3. ზედაპირების and მასალების დაცვა
ახალი იატაკები, კედლები, სამზარეულოს ზედაპირები და ავეჯი განსაკუთრებულად მგრძნობიარეა სამშენებლო მტვრისა და ნარჩენების მიმართ. დროულად ჩატარებული პროფესიონალური დასუფთავება იცავს მათ დაზიანებისგან.
4. ახალ სივრცეში ცხოვრების მოლოდინი
დასუფთავებული სივრცე გაძლევთ შესაძლებლობას, რემონტის დასრულებისთანავე დაიწყოთ თქვენს გამორჩეულ სივრცეში ცხოვრება, ამცირებთ დამატებით ხარჯებს და დროში უსასრულოდ არ იწელება გადაბარგების დრო.
განსაკუთრებული ყურადღება ვიტრაჟებსა and ლენტების მოხსნაზე
რემონტის შემდგომი დასუფთავების დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ვიტრაჟების, ფანჯრებისა და შუშების წმენას.
სამშენებლო მტვერი ხშირად ილექება მინებზე და აშრობს ზედაპირზე მიკროსკოპულ ნაწილაკებს, რომლებიც უბრალო წყლით არ იწმინდება. საჭირო ხდება სპეციალური ხსნარებისა და იარაღების გამოყენება, რათა შუშა ბზინავდეს და არ დაზიანდეს. ასევე აუცილებელია სამშენებლო ლენტებისა და დამცავი ფენების მოცილება სხვადასხვა ზედაპირიდან.
არასწორი ტექნიკით მოხსნა ზედაპირზე ტოვებს წებოვან კვალს ან შესაძლოა ზედაპირი დააზიანოს. პროფესიონალები სპეციალური ტექნიკით და საწმენი საშუალებებით ხსნიან ლენტებს რათა მასალის ხარისხი მაქსიმალურად შენარჩუნდეს და არ დაიკაწროს ზედაპირი.
რატომ უნდა იყოს რემონტის ხარჯთაღრიცხვაში გათვალისწინებული დასუფთავება?
რემონტის ბიუჯეტში დასუფთავების ხარჯის გათვალისწინება თავიდანვე მნიშვნელოვნად ამცირებს მომავალ გაუთვალისწინებელ ხარჯებს და დაგეხმარებათ პროცესის სწორ დაგეგმვაში.
პროფესიონალური რემონტის შემდგომი დასუფთავება მოითხოვს:
- სპეციალურ ტექნიკას (სამრეწველო მტვერსასრუტები, ორთქლის გენერატორები და სხვ.),
- სერტიფიცირებულ წმენდას (განსაკუთრებით ვიტრაჟებისა და დელიკატური ზედაპირებისთვის),
- სპეციალურ საწმენ ხსნარებსა და სხვა საშუალებებს, რომელიც შესაძლოა მხოლოდ ხელმისაწვდომი იყოს კომპანიისთვის.
- სერთიფიცირებული და გამოცდილი კადრების ჩართულობას.
ყველა ეს პროცესი რთულია კერძო პირისთვის, ამიტომ უმჯობესია ხარჯებში გათვლილი გქონდეთ რესურსი, რათა გარემონტებულმა სივრცემ მიიღოს სრულყოფილი იერსახე.
რემონტი დასრულებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც შენს გარემოში არის სუსუფთავე, რაც ქმნის უკეთეს განწყობას.
სრულყოფილი დასუფთავების პროცესის გამოტოვება, ნიშნავს რისკის გაწევას როგორც ჯანმრთელობაზე, ისე თქვენს ახალ გარემოზე.
დაიგეგმეთ სწორად: დაჯავშნეთ რემონტის შემდგომი დასუფთავების ბიუჯეტი და ისიამოვნეთ სრულფასოვანი შედეგით!
სრულყოფილი რემონტი სისუფთავით სრულდება – 511 14 14 39 შენი სივრცის შესაფასებლად დაჯავშნე დასუფთავების მომსახურებისთვის უფასო კონსულტაცია.

